Wednesday, July 25, 2018

მეცხრე დღის რეფლექცია

 პროექტი დამეხმარა წარმომედგინა სასწავლო პროექტის გეგმა და დამხმარე მასალები, გავაზიარეთ ნამუშევრები და განვსაზღვრეთ დადებითი მხარეები. ვინსჯელეთ მთავარი საკითხის გარშემო.
ვისწავლეთ პორტფოლიოს გაკეთება. ყველა მასალას მოუყარეთ თავი , ავტვირთეთ საქაღალდეში და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე. მოდულები და გადმოტვირთული რესურსებიც განვათავსეთ ბლოგზე.
მოვახდინეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია.

Sunday, July 22, 2018

მერვე დღის რეფლექსია

მერვე  მოდული დამეხმარა წარმომედგინა სასწავლო პროექტის გეგმა და დამხმარე მასალები.გავაზიარეთ ნამუშევრები და განვსაზღვრეთ დადებითი მხარეები.
ვიმსჯელეთ მთავარი კითხვის გარშემო:
როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ეფექტურად სწავლების პროცესის 
განვიხილეთ პორტფოლიოს შექმნა.
ვიმსჯელეთ პროექტის ჩვენების დადებით მხარეებზე.
ყურადღება გავამახვილეთ მოსწავლეთა პროექტების დემონსტრირებაზე,სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციის მომზადებაზე.
ვიმსჯელეთ, თუ რა არის პორტფოლიოს ჩვენების მიზანი.
კურსის მეშვეობით მიღებული ახალი ცოდნიდან სწავლის პროცესზე დიდ გავლენას იქონიებს პროექტებით სწავლება,რომელიც საკმაოდ ეფექტურია მიზნის მისაღწევად.

მეშვიდე დღის რეფლექსია

  გავეცანით პორტფოლიოს შეფასების რუბრიკას და დიფერენცირებული სწავლების მეთოდიკაში გავრცელებულ ოთხ დონეს.
ვიმსჯელეთ სწავლის სხვადასხვა სტილის შესახებ(ვიზუალური,აუდიო,კინესთეტიკური, მარჯვენა და  მარცხენა ჰემოსფეროების დომინირება და მრავალმხრივი ინტელექტი)
ვიმუშავეთ ჯგუფებში ერთად.
გავაანალიზე,რომ განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეები,არამშობლიურ ენაზე მოსაუბრე და განსაკუთრებული ნიჭის მოსწავლეები განსხვავებულ მიდგომებს საჭიროებენ.
განვიხილეთ მრავალმხრივი განვითარების თეორია,ვიგოტსკის სტრატეგიები აზროვნების საფეხურეობრივი განვითარებისათვის.

Saturday, July 14, 2018

მეექვსე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეექვსე დღეს განვიხილეთ მოსწავლის პრეზენტაციიები, რომლებსაც გავუკეთეთ კომენტარი.
    გავეცანით  უკუკავშირის მისაცემად რჩევებს და მითითებებს:
          1. მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ადაპტირება.
           2. საბაზო ვარიანტის შეფასების რუბრიკა(ვიკის   ბიბლიოთეკიდან)
          3. მოსწავლის შეასების ნიმუში ვირტუალური ელჩის გაკვეთილისათვის.
   აგრეთვე განვიხილეთ სასწავლო პროექტის გეგმისა და შეფასების ჩეკლისტი, ჟურნალის შაბლონი.
  

მეხუთე დღის რეფლექსია

მეხუთე დღეს განვიხილეთ საავტორო უფლებების ტესტი, საავტორო უფლებების ქაოსი.. მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნა, ინტერნეტში ვიმუშავეთ, განვიხილეთ საავტორო უფლებების ნებართვის წერილი.

Wednesday, July 4, 2018

მეოთხე დღის რეფლექსია

 შევასრულეთ ზოგად , თემატურ და შინაარსობრივი კითხვებზე მაგალითები. განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები:განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების მიზნები.
       განვიხილეთ  პროექტების შეფასების  სტრატეგიები: მოსწავლეთა წინარე ცოდნისა და საჭიროების შეფასების სტრატეგიები. განვიხილეთ პროექტის პრეზენტაციის ნიმუშები და მოვამზადეთ  პროექტის პრეზენტაცია.

მესამე დღის რეფლექსია


  ვისწავლეთ სასწავლო პროექტის დაგეგმვა სტანდარტების გათვალისწინებით.გავეცანი  21- საუკუნის სიტყვებსა  და ბლუმის ტაქსონომიის   განახლებულ სიტვებსშევისწავლეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. ასევე გავეცანით მიმართულების მიმცემ  საკვანძო კითხვებს. განვიხილეთ სხვადახვა მაგალითები.

ისტ-ის წრე 2019-2020 სასწ.წელი

    სსიპ  მარტვილის  მუნიციპალიტეტის სოფელ II ნამიკოლაოს  საჯარო სკოლაში 2019-2020 სასწავლო წლის  პირველი  სემესტრიდან ფუნქციონირებას იწყ...