Monday, November 18, 2019

ისტ-ის წრე 2019-2020 სასწ.წელი

  
სსიპ მარტვილის  მუნიციპალიტეტის სოფელ II ნამიკოლაოს საჯარო სკოლაში 2019-2020 სასწავლო წლის  პირველი სემესტრიდან ფუნქციონირებას იწყებს ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების წრე ,,ჩვენ და კომპიუტერი“ V-VI  კლასებისათვის.
გაკვეთლები ჩატარდება კვირაში ორთჯერ ორშაბათსოთხშაბათს   14:00 სთ-ზე.
წრის ხელმძღვანელია ისტ-ის მასწავლებელი: ნუცა ლაგვილავა.
გამოყენებული ლიტერატურა:
1)ნ.ჯამასპიშვილი
2)კომპიუტერის არქიტექტურისა და ორგანიზაციის საფუძვლები (დამხმარე სახელმძღვანელო)



საწრეო მუშაობის გეგმა
წრის დასახელება: "ჩვენ და კომპიუტერი"
საგანი : ინფორმაციული და საკომუნიკაცო ტექნოლოგიები
სკოლა:სსიპ II ნამიკოლაოს საჯარო სკოლა
სამიზნე ჯგუფი:  V-VI კლასის მოსწავლეები  
მოსწავლეთა რაოდენობა : 14
მასწავლებელი:  ნუცა ლაგვილავა
სასწავლო წელი:  2019 – 2020 სასწავლო  წელი  (I სემესტრი, ორშაბათი 14:00 სთ, სამუშაო დრო ერთი საათი)
საწრეო მუშაობის მიზანი:

        მოსწავლეებმა შეძლონ ტექსტური, გრაფიკული მასალის კომბინირება ციფრული მასალის შექმნისას და შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა - განვითარებისას;
        მოსწავლეებმა შეძლონ ინფორმატიკის გამოყენების დადებითი მხარეების გაცნობიერება. გაიაზორონ ინფორმაციული ტექნოლოგიების მსოფლმხედველობრივი ასპექტები ადამიანის საქმიანობის სხვადასხვა სფეროში: ყოველდღიურ ცხოვრებაში, მეცნიერებაში, ჯანდაცვაში, ბიზნესში, სოციალურ სფეროებში, ხელოვნებასა და კულტურაში, საგამომცემლო საქმეში;
        საკუთარი ციფრული მასალის წარმოჩენა, სხვების მიერ განხილვისა და  უკუკავ- შირის მიღების მიზნით.


    საწრეო მუშაობის შედეგები
მოსწავლე შეძლებს:
          გრაფიკული რედაქტორის დანიშნულების და ფუნქცონირების გააზრებას.
          გრაფიკული რედაქტორის ეფექტიანად გამოიყენებას და ცოდნის გაღრმავებას.
          შემოქმედებითი უნარის წარმოჩენას ტექსტური და გრაფიკული მასალის კომბინირებით.
          გაიაზრებს ინფორმატიკის გამოყენების დადებით მხარეებს.
          გააცნობიერებს ინფორმაციული ტექნოლოგიების მსოფლმხედველობრივ ასპექტებს ადამიანის საქმიანობის სხვადასხვა სფეროში.
          წარმოაჩენენ საკუთარ ციფრულ მასალას.


საწრეო მუშაობის გეგმა
თარიღი
თემების დასახელება
შეხვედრების დრო
ხანგრძლივობა
1
08.10.2019
თემა 1
საორგანიზაციო საკითხების მიმოხილვა, თანამედროვე ტექნოლოგიების განხილვა
წრის წევრები გაეცნობიან მუშაობის მიზნებს, სამუშაო გრაფიკს და თემატიკას. შეხვედრაზე დაიგეგმა პროექტი, რომელიც განხორციელდება სემესტრის ბოლოს. განვიხილავთ თანამედროვე ტექნოლოგიებს.

14:00
1 საათი
2
22.10.2019
თემა 2
ყველაზე ... ყველაზე ...
საწრეო მუშაობის ამ ეტაპზე მოსწავლეები გაეცნობიან 2d ფიგურებს და შეეცდებიან მათი მიღებული ცოდნით დახატონ საყვარელი წელიწადის დროები.
14:00
1 საათი
3
05.11.2019
თემა 3
ჩემი საყვარელი პერსონაჟისთვის ოცნების სახლი
ამ თემაში განვიხილავთ 3d ფორმატს. ასევე მოსწავლეები შეეცდებიან ქართულ ენასა და ლიტერატურაში გავლილი ნაწარმოებიდან საყვარელი პერსონაჟის შერჩევას და პერსონაჟს გრაფიკულ რედაქტორში დაუხატავენ საცხოვრებელ სახლს (ოცნების სახლი).
14:00
1 საათი
4
19.12.2019
თემა 4
საკლასო ოთახი
„ადამიანის ბუნებრივ მოთხოვნილებას წარმოადგენს ის, რომ გარემოსთან ჰარმონიული ურთიერთობა ჰქონდეს. სკოლაში სწავლისათვის სათანადო გარემოს შექმნა მეტად საჭირო და მნიშვნელოვანია. მრავალი კვლევა ცხადყოფს, რომ ფიზიკური გარემოს ხარისხი ზეგავლენას ახდენს მოსწავლეებისა და მასწავლებლების თანამშრომლობის დამოკიდებულების ჩამოყალიბებაზე. დამოკიდებულებები მოქმედებს სწავლებასთან დაკავშირებულ ქცევაზე, ქცევა ზეგავლენას ახდენს აკადემიურ მიღწევაზე, აკადემიური მიღწევა კი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მოსწავლის მომავალს. სწორედ ამიტომ ეს თემა შეეხება მოსწავლის მიერ აღქმულ სასწავლო ოთახს, სადაც თითოეული ბავშვი გამოავლენს თავის სურვილებს და დამოკიდებულებას. მათ მიეცემათ დავალება Paint 3d- პროგრამაში დახატონ „საყვარელი/საოცნებო საკლასო ოთახი“
14:00
1 საათი
5
03.12.2019
თემა 5
ორიგამი - ქაღალდის ხელოვნება
საწრეო მუშაობის ამ ეტაპზე მოვიძიებთ სხვადასხვა ვიდეო გაკვეთილებს, გავეცნობით ვიდეოების გადმოწერის საშუალებებს და ვიდეოგაკვეთილების არსს. შევეცდებით შევისწავლოთ ქაღალდის ხელოვნება სხვადასხვა ვიდეოგაკვეთილების დახმარებით.


6
10.12.2019
თემა 6
კომიქსების შექმნა
 მოსწავლეები დარეგისტრირდებიან საიტზე toondo.ge.
კომიქსი არის აუცილებელი და ძალიან საჭირო ბავშვისთვის. ასევე მოზარდისთვის, მაგრამ შედარებით დიდებისთვის ეს უბრალოდ გასართობია. ეს ბავშვს წარმოსახვით უნარს უვითარებს, ბავშვი ხვდება, რომ არ უნდა მოიქცეს ცუდად და უნდა დაეხმაროს სამყაროს, რათა დადებით და მისაბაძ პერსონად ჩამოყალიბდეს.
14:00
1 საათი
7
17.12.2019
თემა 7
ახალი წელი
ეს თემა მოიცავს მსოფლიოში არსებული ახალი წლის ტრადიციების განხილვას და საახალწლო მისალოცი ბარათების მომზადებას.
14:00
1 საათი
8
24.12.2019
თემა 8
ჩატარებული საწრეო სამუშაოების შედეგები, შეჯამება.
14.00
1 საათი





ისტ-ის წრე 2019-2020 სასწ.წელი

    სსიპ  მარტვილის  მუნიციპალიტეტის სოფელ II ნამიკოლაოს  საჯარო სკოლაში 2019-2020 სასწავლო წლის  პირველი  სემესტრიდან ფუნქციონირებას იწყ...